აირჩიეთ სამკაული და გაიგეთ, რა არის თქვენი ქალური ძალა პასუხი ჯერ დაწერე და შემდეგ ნახეთ




დიადემა - თქვენში ნამდვილი დედოფალია დაფარული. კომპლიმენტები გიყვართ. თქვენ ყოველთვის ცდილობთ ყურადღების მიქცევას, თუმცა ამას ავტომატურად აკეთებთ. მიუხედავად ქალური სინაზისა, საკმაოდ მტკიცე ხასიათი გაქვთ. ეს იდეალური შეხამებაა.

ბეჭედი - ბრწყინვალე ქალბატონი ბრძანდებით. არასდროს ცდილობთ, ვინმეს თავი მოაწონოთ. თქვენ არ გჭირდებათ სხვისი შეფასება, თავადაც კარგად იცით საკუთარი თავის ფასი. ყოველთვის ღია და სამართლიანი ბრძანდებით. არამხოლოდ კარგი მეგობარი და საიმედო პარტნიორი ხართ, არამედ მზრუნველიც. თქვენს მეგობარ მამაკაცს ძალიან გაუმართლა.

სამაჯური - ძალიან მიზანდასახული ქალი ხართ და ყოველთვის ბოლომდე იცავთ საკუთარ პრინციპებს. მამაკაცებს თქვენი ცოტა ეშინიათ. მათგან ყველაზე მამაცისთვის მზად ხართ, სრულიად მოულოდნელი კუთხით გაიხსნათ - ნაზ ანგელოზად გარდაიქმნათ და მის ცხოვრებაში სინათლე შეიტანოთ. მეგობრები თქვენგან მაგალითს ხშირად იღებენ და თქვენს რჩევებსაც უჯერებენ.
კულონი - თქვენ ბევრისთვის ქალი-გამოცანა ხართ. ადამიანების მონუსხვა ადვილად შეგიძლიათ. ბევრს შურს თქვენი ჰარმონიის და ვერაფრით გაუგია, რა არის თქვენი ბედნიერების საიდუმლო. არადა ის ძალიან მარტივია - იღებთ ცხოვრებიდან ყველაფერს, რასაც გთავაზობს და დეტალებში კარგის დანახვას სხვებსაც ასწავლით. თქვენ სიყვარულს ასხივებთ და მამაკაცებს ახალი მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგებთ.
საყურე - მეგობრები და ოჯახი თქვენი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტებია. ყოველმხრივ განვითარებული ქალი ხართ; შეგიძლიათ, პრაქტიკულად ნებისმიერ თემაზე ისაუბროთ. მეგობრების თხოვნებს უყურადღებოდ არასდროს ტოვებთ და ყოველთვის ცდილობთ დახმარებას. თქვენნაირი ქალებისგან მზრუნველი მეუღლეები და დედები გამოდიან.

скачать dle 12.0

Добавить комментарий

Автору будет очень приятно узнать обратную связь о своей новости.

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

Комментариев 0